„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1250
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-10
სარეგისტრაციო კოდი
230.150.070.22.033.011.184
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.184

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1250

2007 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ.2330) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4

აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება:

ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს;

ბ) ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე და საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

გ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა;

დ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე;

ე) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას (გარდა შესაბამისი ნებართვის მფლობელის რომელიმე სახეობის საბაჟო საწყობისა) შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებულ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;

ზ) თავისი სვლით გადაადგილებულ, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციაში შემავალ მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებზე (ძრავის გარეშე), რომლითაც გადაადგილდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია