,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
148
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-19
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.789
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148

2007 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №6, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არ­სე­ბული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენ­ლო­ბით:

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავ­მჯდომარის მოაგილე

კახა დამენია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ზაზა დვალიშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბჭოს მდივანი

კონსტანტინე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ლომიძე –          საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია