,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1241
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-29
სარეგისტრაციო კოდი
010.320.020.22.033.011.168
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.033.011.168

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1241

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის №487 ბრძანებაში (სსმ III, 04.07.05, №79, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ ბრძანებით განსაზღვრულ კატეგორიებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია