„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17/2007
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2007-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-26
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.011.141
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.141

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №17/2007

2007 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 �საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დად-გენილებით დამტკიცებულ საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.�

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრა-ციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდა-რული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე �ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი� გ. მჭედლიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია