,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2007-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-21
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.011.134
,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.011.134

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №22

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის  15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სს ,,ენერჯი ინვესტის“ (29.10.2007, №832) წერილით წარმოდგენილი სატარიფო განაცხადიდან გამომდინარე, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე, 431 და 44-ე მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 16.05.2006წ., №66, მუხლი 848) მეორე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3) სს ,,ენერჯი ინვესტის“:        

ა) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 13.086 თეთრი/კვტსთ.

ბ) ორგანაკვეთიანი ტარიფები:

ბ.ა.) სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფი – 6.01 თეთრი/კვტსთ;

ბ.ბ.) გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის

წარმოების ტარიფი – 7.076 თეთრი/კვტსთ.“.

მუხლი 2. დაევალოს სს ,,ენერჯი ინვესტს“ 2008 წლის 1 აგვისტომდე წარმოადგინოს სატარიფო განაცხადი და კანონმდებლობით განსაზღვრული შესა-ბამისი დოკუმენტაცია ტარიფების შემდგომი კორექტი-რების მიზნით.

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.   

თავმჯდომარე           გ. ჩალაგაშვილი 

 

კრებსითი — სრული ვერსია