,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-16
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.784
,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2007 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმ-ნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე         – საქართველოს ეკონომი-კური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე           – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტუ-რებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე –          საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

მინდია გადაევი –          საქართველოს ფინანსთა სამი-ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის უფროსი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით კობერიძე           – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი

თამარ კოვზირიძე         – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია