საქართველოს მთავრობის
დადგენილება №57
2008 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
„ შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №124, მუხლი 1358) და დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,11“ მუხლი:
„მუხლი 11
ეს დადგენილება ვრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველია მხოლოდ კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევა (კატეგორიის, სტატუსის ან სხვა დამატებითი საფუძვლის გარეშე).“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე