ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1/002
მიმღები ორგანო
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი
2007-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-26
სარეგისტრაციო კოდი
300.310.000.25.017.011.091
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.25.017.011.091

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №1/002

2007 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის  გენერალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის“ ფორმა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 8 იანვრის №6 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. მჭედლიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველო

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის  გენერალური ლიცენზია

 

სერია ______  ნომერი ______

 

გაცემულია ___________________________________________________________________________

 

იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება.

 

____________________________________________________ (ინვესტორი) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით, საქართველოს სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის „_____________“ „ ______________“ ______________ წელს დადებული ___________________________ ხელშეკრულების საფუძველზე. ლიცენზია შეიცავს აღნიშნული ხელშეკრულების იდენტურ პირობებს და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობაზე ხელშეკრულების __________ დანართში წარმოდგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ფართობის შიგნით, რომელიც მოიცავს ___________________________________________

                                                                      სალიცენზიო ფართობის ადგილმდებარეობა, რაიონის დასახელება

 

______________________________________________________________ რაიონ(ებ)ის ტერიტორიას.

ხელშეკრულებით განსაზღვრული სალიცენზიო ფართობი გეგმაზე _________________________

_________________________________________________________________________________კმ2-ია

(სიტყვიერად)

 

ლიცენზიის მოქმედების ვადა 20 ---- წლის „ _______“   „ _____________“ დან

                              20____ წლის „ _______“   „ ___________“ მდე

 

ლიცენზია გაცემულია _____________ წლით

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო,

ნავთობისა და გაზის ეროვნული                                               ლიცენზიის მიმღები

          სააგენტოს უფროსი

 

_________________________                                                                  _________________________

              ხელმოწერა                                                                                                                    ხელმოწერა

 

ბ.ა.                                                                                                                                       ბ.ა.

 

ლიცენზიის გაცემის თარიღი 20_____ წლის „ _________“ „ _______________“

 

ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით.

კრებსითი — სრული ვერსია