,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №103 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
176
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-11-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-12
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.22.030.011.083
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №103 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.030.011.083

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №176

2007 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №103 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქა-ლაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №103 ბრძანებაში (სსმ III, 22.03.2006, №38, მუხლი 452) და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახაბერ ჩიქოვანი – მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

გიორგი მანჯგალაძე – მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

კონსტანტინე სურგულაძე – საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;

პაატა კალანდაძე – საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გიორგი მაკასარაშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;

ირაკლი გივიაშვილი – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი;

ირმა ქევხიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი;

ქეთევან კანდელაკი – საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

დავით ნერგაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

მინდია სანაძე – საკონსულო დეპარტამენტის საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია