ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1192
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-01
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.011.053
ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.053

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №1192

2007 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.07წ., №117, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ელექტრონული ფორმით დეკლარაციების წარდგენის პროცესის დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მსხვილ გადამხდელებთან მიმართებაში. ამასთან, დეკლარირების ელექტრონულ ფორმაზე გადასული გადამხდელების მიერ საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) მე-3 და მე-4 ეგზემპლარების წარდგენა განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

მინისტრის პირველი მოადგილე

კრებსითი — სრული ვერსია