,,ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1002
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-31
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.031
,,ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.031

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №1002

2007 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №123 ბრძანებით (სსმ III, 23.02.2006, №24, მუხ. 286) დამტკიცებული წესდების მე-14 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯი წარმოადგენს ზუგდიდის უმაღლესი პოლიტექნიკური კოლეჯის უფლებამონაცვლეს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

კრებსითი — სრული ვერსია