ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
954
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-27
სარეგისტრაციო კოდი
020.080.160.22.022.010.972
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.022.010.972

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 მინისტრის ბრძანება №954

2007 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა კოდექსის 239-ე მუხლის 58-ე ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დანართი №1-ით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი №2-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №124/ნ-სსმIII, №169, 28.12.2010წ., მუხ.2428

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

 

      

დანართი №2

მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიმართ წაყენებული მოთხოვნები

მკაცრი აღრიცხვის ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა ოქმი უნდა აკმაყოფილდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა დამზადდეს A-4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე;

ბ) მისი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით;

გ) ყველა ხაზი შესრულებული უნდა იყოს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით – ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იბეჭდება აგურისფერში;

ე) ტექსტი იბეჭდება შავ ფერში;

ვ) თითოეული ოქმი უნდა დამზადდეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას;

ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე უნდა გამოისახოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლოგო.

 

კრებსითი — სრული ვერსია