საქართველოს მთავრობის
დადგენილება №43
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
,,ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის №48 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის №48 დადგენილება ,,ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე