სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.010.912
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-153
2007 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის“ დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №13, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) „ სამტრესტის“ თავმჯდომარესთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს, აგრეთვე სამტრესტთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს “სამტრესტის“ თანამშრომლებს, აგრეთვე სამტრესტთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და ასისტენტს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი