2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8/2007
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2007-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.15.008.010.866
2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.010.866

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №8/2007

2007 წელი 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი
საკითხების გადაწყვეტის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“და 1294 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორების შესარჩევი კონკურსის ჩატარების, შერჩევის, მათი ტრენინგის; ტრენერების შესარჩევი კონკურსის ჩატარების, შერჩევისა და მათი ტერენინგის; ფასილიტატორებისა და ტრენერების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების პროფესიული და საარჩევნო გამოცდილების ამაღლების მიზნით შესაბამისი ტრენინგების ჩატარებისათვის:

1. 2007 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განკარგულებით დაამტკიცოს:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა; საკონკურსო კომისიის დებულება და ფასილიტატორთა შესარჩევი საპრეტენზიო კომისიის დებულება;

ბ) ტრენერთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა; საკონკურსო კომისიის დებულება და ტრენერთა შესარჩევი კონკურსის საპრეტენზიო კომისიის დებულება.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007  წლის 17 დეკემბრის დადგენილება №38/2007 - სსმ III, №179, 18.12.2007  წ., მუხ.1979

მუხლი 2. (ამოღებულია).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007  წლის 17 დეკემბრის დადგენილება №38/2007 - სსმ III, №179, 18.12.2007  წ., მუხ.1979

მუხლი 3. (ამოღებულია).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007  წლის 17 დეკემბრის დადგენილება №38/2007 - სსმ III, №179, 18.12.2007  წ., მუხ.1979

მუხლი 31. დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ღონისძიებების წესი და ვადები საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინოს 2008 წელს გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-60 დღისა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007  წლის 17 დეკემბრის დადგენილება №38/2007 - სსმ III, №179, 18.12.2007  წ., მუხ.1979

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი          ა. ღონღაძე

კომისიის მდივანი                   გ. მჭედლიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007  წლის 17 დეკემბრის დადგენილება №38/2007 - სსმ III, №179, 18.12.2007  წ., მუხ.1979

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია