,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1075
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-27
სარეგისტრაციო კოდი
190.020.100.22.033.010.859
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.010.859

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1075

2007 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №30, მუხლი 284) დამტკიცებულ დანართი №3-ში შეტანილ იქნეს დამატება და ,,შემოსავალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმიდან“ – შემოსულობის სახით განსაზღვრული სახაზინო კოდი ,,3152“-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი სახის სახაზინო კოდი:

,,3229 – ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია