მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1025
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
200.190.000.22.033.010.790
მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.190.000.22.033.010.790

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1025

2007 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის სა­ფუძ­ვლზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამო­ნაკლისის დაშვების წესი“ (დანართი №1).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე  კ. ბაინდურაშვილი

     შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993 -სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2549

 

დანართი №1

მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესი

1. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არის მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდა იმპორტის გადასახ­დელებზე შეღავათები, თუ შეღავათების გამოყე­ნების პირობა ძალაშია, და მიზნობრივი დანიშნულებით მიღებულ საქონელზე არ ხერხდება მომსახურების გაწე­ვა საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში საქონლის მიმღებს უფლება აქვს განცხადებით მიმარ­თოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომ­ში – სამინისტრო) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონ­ლის გადამუშავების რეჟიმის გამოყენებაზე.

2. სამინისტრო ვალდებულია განიხილოს განცხადე­ბა, შეისწავლოს გარემოებები და გაიტანოს საკითხი საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორ­განოს – სათათბირო საბჭოზე (შემდგომში – სათათ­ბირო საბჭო) განსახილველად.

3. სათათბირო საბჭოზე საკითხის დადებითად გა­დაწ­ყვე­­ტის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიზნობრივი დანიშ­ნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღა­ვათების გამო­ყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვე­ბული სა­ქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალა­შია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშა­ვებაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ.

 

კრებსითი — სრული ვერსია