,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
466
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-30
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.010.787
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.787

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №466

2007 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №87, მუხ. 995) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ს“ ქვეპუნქტი;

ბ) დებულების მე-12 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად.“;

გ) დებულების მე-12 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ბ1 “ ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

დ. კეზერაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია