,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
458
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-30
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.010.777
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.010.777

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №458

2007 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხლი 624) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სურსათ-სანოვაგისა და სანივთე სამმართველო.

2. ტექნიკური სამმართველო.

3. დაგეგმვისა და ანგარიშგების განყოფილება.

4. მშენებლობის განყოფილება.

5. მონიტორინგის ჯგუფი.“.

2.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

დ. კეზერაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია