საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
675
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2025-08-18
სარეგისტრაციო კოდი
430.050.000.22.022.010.766
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №675

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.

21.  დამტკიცდეს სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეების რესურსსკოლებში და რესურსსკოლის პანსიონებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა დანართი №3-ის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 31 დეკემბბრის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 03.01.2019წ.

3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის გადასვლისას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომლიდანაც მოსწავლე გადადის, ვალდებულია მოითხოვოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული თანხმობა, რომელშიც გადადის მოსწავლე და რომლითაც დასტურდება ამ მოსწავლის ჩარიცხვის შესაძლებლობა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი №1

     საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა

1.  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). 

2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

დანართი №2

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების  ნუსხა

1.  სრულწლოვანი მოსწავლის, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.

2.  მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 18 ივლისის ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 20.07.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 30.06.2014წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.

3. იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.

31.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „ჩ7“ პუნქტის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რესურსკოლიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობისას, ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გარდა, საჭიროა რესურსსკოლის ან/და ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ტრანზიციის ან სხვა მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 12 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 15.01.2024წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 19.08.2025წ.

4. ამოღებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №80/ნ - ვებგვერდი, 30.06.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 30.04.2018წ.

5 . ამოღებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №564 - სსმ III, 06.08.2009, №97, მუხ.1061

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 02.06.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №114/ნ - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 30.04.2018წ.

51. ამოღებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №229/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 30.04.2018წ.

6. პირი თავისუფლდება ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის ან დოკუმენტის წარმოდგენისაგან „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩარიცხვის შემთხვევაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №170/ნ - ვებგვერდი, 05.01.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №159/ნ - ვებგვერდი, 08.12.2016წ. 

 

 

 

დანართი №3

   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 31 დეკემბბრის ბრძანება №67/ნ - ვებგვერდი, 03.01.2019წ.

სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეების რესურსსკოლებში და რესურსსკოლის პანსიონებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 19.08.2025წ.

1.  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის თაობაზე  ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს; ან/და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვა, სადაც ირიცხება მოსწავლე. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.

2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ .

3. (ამოღებულია).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.

4. ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მიმართვის თარიღიდან არაუმეტეს 3 თვით ადრე.

5. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა კონკრეტულ რესურსსკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის მიზანშეწონილობაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 19.08.2025წ.

6. სენსორული (სმენითი) დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა: 

ა) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი; 

ბ) აუდიოგრამა, რომლის მიხედვით ბავშვის ორივე ყურის სმენის ზღურბლი არ უნდა იყოს 61 დბ-ზე დაბალი.

7. სენსორული (მხედველობის) დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა: 

ა) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი; 

ბ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომლის მიხედვით  მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება არის უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით. 

8. ინტელექტუალური დარღვევების მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა: 

ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი; 

ბ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებულია სამედიცინო დიაგნოზი. 

9. მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. პირი თავისუფლდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ცნობის ან დოკუმენტის წარმოდგენისაგან „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რესურსსკოლებში ჩარიცხვის შემთხვევაში. 

10. პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონებში ჩაირიცხება მოსწავლე, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც მდებარეობს რესურსსკოლა. პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონში ჩარიცხვისთვის მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა რესურსსკოლის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტის ორგანოს  მიერ გაცემული ცნობით, ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მონაცემებით.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია