„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1148
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-20
სარეგისტრაციო კოდი
410.080.000.22.023.010.757
„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.010.757

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1148

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავ­რების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №103 მუხ. 902) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის „1.1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) პირველი პუნქტის „1.11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„1.11. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:

ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებ­რივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – 28 აგ­ვისტოდან – 15 თებერვლამდე;

ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემ­ბრამდე;

გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრი­დან 1 მარტამდე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია