სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.010.743
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №996
2007 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებას (სსმ III, 2006 წ. №6, მუხ. 50) დაემატოს მუხლი 12 შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად შესაძლებელია მიღებულ იქნეს პრეტენდენტი სახელმწიფო მართვის მოხელის განათლებით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი