აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
630
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-13
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.740
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.740

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №630

2007 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.    რეორგანიზებულ იქნენ ,,ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №216 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი და ,,ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 23 დეკემბრის №354 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი მათთან ,,ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 18 ოქტომბრის №206 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგოვანი კოლეჯის მიერთების გზით.

2. რეორგანიზაციის შემდეგ ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგოვანი კოლეჯის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობა მიუერთდეს ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობას.

3.  რეორგანიზაციის შემდეგ ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგოვანი კოლეჯის სპეციალობები, გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სპეციალობისა, მიუერთდეს ბათუმის სახელმწიფო ინდუს­ტრიულ-პედაგოგიურ კოლეჯს.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგოვანი კოლეჯის უფლებამონაცვლეს შესაბამის სპეციალობებში.

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯმა და ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურმა კოლეჯმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელება.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 18 ოქტომბრის 206 ბრძანება (სსმ III, 19.10.04, №114, მუხ. 1016).

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია