„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
616
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.739
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.739

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №616

2007 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის  №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის 448 ბრძანებაში (სსმ III, 112, მუხ. 1233) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-5 დანართით დამტკიცებული საჯარო სკოლების ნუსხიდან ახმეტის №5 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია