ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
338/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2022-06-20
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.732
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №338/ნ

2007 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესი (დანართი №1);

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ფორმა (დანართი №2);

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა) გაცემის პირობები (დანართი N3).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №01-42/ნ - ვებგვერდი, 03.12.2013წ.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 19 ივლისის №228/ო ბრძანებით დამტკიცებული ,,სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №027-3/ა“.

3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული ,,სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №027-3/ა“ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.

 

ლ. ჭიპაშვილი






დანართი №1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2008 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №230/ნ - სსმ III, 20.10.2008, №153, მუხ.1518
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №01-42/ნ - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-73/ნ - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
 
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესი

მუხლი 1

ეს წესი შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ადგენს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესს.

მუხლი 2

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემაზე უფლებამოსილია ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად) და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სერტიფიცირებული ექიმი (შემდგომში _ ექიმი-სპეციალისტი) კომპეტენციის ფარგლებში.

2. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა), ხელს აწერს მკურნალი ექიმი და დაწესებულების პასუხისმგებელი პირი (ხელმძღვანელი/მისი მოადგილე) და იგი უნდა დამოწმდეს დაწესებულების ბეჭდით. ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემულ ცნობას ხელს აწერს თვითონ ექიმი და ამოწმებს პირადი ბეჭდით. შესაძლებელია ცნობა გაიცეს ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და/ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ცნობის გამცემი პირები უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში, რიგითი ნომრის მინიჭებით.

4. (ამოღებულია - 03.12.2013, №01-42/ნ).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №01-42/ნ - ვებგვერდი, 03.12.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-73/ნ - ვებგვერდი, 01.07.2020წ.

მუხლი 3

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შესაძლებელია შეივსოს კალმით, გარკვეული ხელწერით ან კომპიუტერულად.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსებისას:

ა) პირველ პუნქტში მიეთითება ცნობის გამცემი დაწესებულების (ამბულატორია, სტაციონარი და ა.შ.) დასახელება ან ექიმი-სპეციალისტის გვარი და სახელი სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული სპეციალობისა და სახელმწიფო სერტიფიკატის ნომრის მითითებით, აგრეთვე, სრული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები;

ბ) მე-2 პუნქტში მიეთითება იმ დაწესებულების დასახელება, მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც იგზავნება ცნობა;

გ) მე-3 პუნქტში მიეთითება პაციენტის სახელი და გვარი;

დ) მე-4 პუნქტში – პაციენტის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ე) მე-5 პუნქტში – პაციენტის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით;

ვ) მე-6 პუნქტში მიეთითება პაციენტის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია;

ზ) მე-7 პუნქტში – მიეთითება პაციენტის სამუშაო ადგილი და თანამდებობა, მოსწავლის/სტუდენტის შემთხვევაში – იმ სასწავლო დაწესებულების/სკოლის დასახელება და კლასი/კურსი, სადაც იგი სწავლობს;

თ) მე-8 პუნქტში – „თარიღები“ მიეთითება:

თ.ა) გრაფაში „ა) ექიმთან მიმართვის“ – სამედიცინო შემოწმების გავლის მიზნით პაციენტის პირველი ვიზიტის თარიღი ექიმ-სპეციალისტთან, ამბულატორიაში ან სტაციონარში;

თ.ბ) გრაფაში „ბ) სტაციონარში გაგზავნის“ – სტაციონარში გაგზავნის თარიღი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმი-სპეციალისტის ან ამბულატორიული დაწესებულების (ან სტაციონარის ამბულატორიული კაბინეტის) მიერ იქნა გადაგზავნილი სტაციონარში;

თ.გ) გრაფაში „გ) სტაციონარში მოთავსების“ – ის თარიღი, როდესაც პაციენტი მოთავსებულ იქნა სტაციონარში, მიუხედავად იმისა, ამბულატორიულად იქნა იგი გადაგზავნილი, თუ თვითდინებით ან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა მიყვანილი;

თ.დ) გრაფაში „დ) გაწერის“ – სტაციონარიდან გაწერის თარიღი.

 ი)  მე–9 პუნქტში – ჩაიწერება დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ („ჯანმრთელი“, „პრაქტიკულად ჯანმრთელი“), ან სრული დიაგნოზი ძირითადი დაავადების, თანმხლები დაავადებისა და გართულებების ფორმულირებით და შესაბამისი კოდის მითითებით, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (შემდგომში - ICD–10) მიხედვით (მაგალითი: სტაციონარში მოთავსებულ იქნა პაციენტი ჰიპოგლიკემიური კომით, იგი დაავადებულია II ტიპის შაქრიანი დიაბეტით, აქვს ქრონიკული ტრაქეობრონქიტი, დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ანგიოპათია. ამ შემთხვევაში სრული დიაგნოზი ფორმდება შემდეგნაირად: ძირითადი დაავადება – ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (E11) , თანმხლები დაავადება – ქრონიკული ტრაქეობრონქიტი (J42), ძირითადი დაავადების გართულებები – ჰიპოგლიკემიური კომა (E11.0), დიაბეტური რეტინოპათია (H36.0), დიაბეტური ანგიოპათია (I79.2));

კ) მე-10 პუნქტში მიეთითება გადატანილი დაავადებები (მათ შორის ბავშვთა ინფექციური დაავადებები). ეს პუნქტი ივსება იმ შემთხვევაშიც, თუ მე-9 პუნქტში ჩაწერილია დასკვნა – „ჯანმრთელი“ ან „პრაქტიკულად ჯანმრთელი“;

ლ) მე-11 პუნქტში იწერება მოკლე ანამნეზი, პაციენტის ყოფაცხოვრების პირობების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის, აგრეთვე იმ მავნე ფაქტორების მითითებით, რომლებსაც შეეძლოთ გამოეწვია აღნიშნული დაავადება ან მისი გამწვავება;

მ) მე-12 პუნქტში მიეთითება იმ დიაგნოსტიკური გამოკვლევისა და ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების ჩამონათვალი, რომლებიც ჩაუტარდა პაციენტს დიაგნოზის დასმის, დაზუსტების ან სამედიცინო შემოწმების მიზნით;

ნ) მე-13 პუნქტში მიეთითება დაავადების მიმდინარეობა: მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული, მორეციდივე;

ო) მე-14 პუნქტში მიეთითება ჩატარებული მკურნალობა (მხოლოდ იმ დაავადებისათვის, რომლის გამოც მან მიმართა ცნობის გამცემ დაწესებულებას ან ექიმ-სპეციალისტს;

პ) მე-15 პუნქტი ივსება ამბულატორიული დაწესებულების ან ექიმი-სპეციალისტის მიერ პაციენტის სტაციონარში გადაგზავნის ან სტაციონარიდან სხვა სტაციონარში (რეფერალის და ა.შ. შემთხვევებში) გადაგზავნისას;

ჟ) მე-16 პუნქტში მიეთითება პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერის დროისათვის;

რ) მე-17 პუნქტში უნდა გაიწეროს ის რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნული დაავადების გამო აწესებს გარკვეულ რეჟიმს პაციენტის ყოფა-ცხოვრებასა და შრომით საქმიანობაში;

ს) მე-18 პუნქტში ჩაიწერება იმ ექიმის სპეციალობა სახელმწიფო სერტიფიკატის მიხედვით, გვარი, სახელი, რომელმაც გაუწია ორგანიზება ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას (სერტიფიცირებული ექიმი სპეციალობებში: „შინაგანი სნეულებები“, „საოჯახო მედიცინა“ ან „პედიატრია“) ან მკურნალობდა პაციენტს კონკრეტული დაავადების გამო;

ტ) მე-19 პუნქტის შესაბამის გრაფაში ხელს აწერს ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (ან მისი მოადგილე) ან მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი), ხოლო ელექტრონული  ცნობის გაცემის შემთხვევაში, დაისმის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და/ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

უ) მე-20 პუნქტში მიეთითება ცნობის გაცემის თარიღი შესაბამისი რიცხვის, თვისა და წლის აღნიშვნით;

ფ) ცნობაზე დაისმება სამედიცინო დაწესებულების ან ექიმი-სპეციალისტის პირადი ბეჭედი, ხოლო ელექტრონული ცნობის გაცემისას გამოიყენება ამ პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-73/ნ - ვებგვერდი, 01.07.2020წ.


 

დანართი №2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2008 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №230/ნ - სსმ III, 20.10.2008, №153, მუხ.1518
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №01-42/ნ - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
 
სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV–100/ა

ცნობა

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


1. ცნობის გამცემი დაწესებულების დასახელება ან ექიმი-სპეციალისტის გვარი, სახელი, სა-ხელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული სპეციალობა, სახელმწიფო სერტიფიკატის ნომერი ან/და საკონტაქტო ინფორმაცია __________________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. დაწესებულების დასახელება, მისამართი, სადაც იგზავნება ცნობა __________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. პაციენტის სახელი და გვარი ____________________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) _________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. პირადი ნომერი ________________________________________________________________________

(ივსება 16 წელს მიღწეული პირის შემთხვევაში)

6. მისამართი ____________________________________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. სამუშაო ადგილი და თანამდებობა, (მოსწავლის/სტუდენტის შემთხვევაში – იმ სასწავლო დაწესებულების/სკოლის დასახელება და კლასი/კურსი, სადაც იგი სწავლობს)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. თარიღები:

            ა) ექიმთან მიმართვის  ______________________________________

            ბ) სტაციონარში გაგზავნის __________________________________

            გ) სტაციონარში მოთავსების ________________________________

            დ) გაწერის ________________________________________________

 

 9. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები)  შესაბამისი ICD–10  კოდის მითითებით.___________________________________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. გადატანილი დაავადებები _____________________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

11. მოკლე ანამნეზი ______________________________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

12. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები ________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

13. ავადმყოფობის მიმდინარეობა __________________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

14. ჩატარებული მკურნალობა_____________________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

15. მდგომარეობა სტაციონარში გაგზავნისას ________________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

16. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას _______________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

17. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები _____________________________________________

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

18. მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი) __________________________________________________

19. დაწესებულების ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის მოადგილის/მკურნალი ექიმის (ექიმი-სპეციალისტის)

 

ხელმოწერა _________________________ ______________________________

 

20. ცნობის გაცემის თარიღი „______________“________________________“

                                                                                                            ბეჭდის ადგილი

 

დანართი №2.1

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 21.06.2022წ.

 ცნობა

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის

Certificate for the patients diagnosed with diabetes

-----------------------------------------------------------------------------------------------

ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულების დასახელება/Name of the certificate issuing medical facility

 

 ______________________________________ 

პაციენტის სახელი და გვარი/Name and surname of the patient

_____________________________________

დაბადების თარიღი (თვე/წელი/დღე)/Date of birth (month/year/day)

_____________________________________

პირადი ნომერი/Personal number

 _____________________________________

 დიაგნოზი /Diagnosis

 პაციენტისთვის შაქრიანი დიაბეტის სამართავად სასიცოცხლოდ აუცილებელია ინსულინი, გლუკაგონი, შპრიცები, ნემსები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები (CGM – გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, ინსულინკალმები, ინსულინტუმბო და ა.შ).

Insulin, glucagon, syringes, needles and other technical equipment (CGM - Continuous glucose monitoring system, Insulin pen, Insulin pump, etc.) are vital for this patient for the management of diabetes mellitus.

______________________________________________________

დაწესებულების ხელმძღვანელის/                                                      

ბეჭდის ადგილი/Place of seal

მკურნალი ექიმის (ექიმი-სპეციალისტის) ხელმოწერა/

Signature of the head  of the medical facility/Responsible doctor

                                              

________________________

ცნობის გაცემის თარიღი/Date of issuance of the certificate 

 


 

დანართი №3

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №01-42/ნ - ვებგვერდი, 03.12.2013წ.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა ) გაცემის პირობები

მუხლი 1

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ( სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ ა ) გაცემისას , ცნობაში წარმოდგენილი უნდა იყოს   ოჯახის / სოფლის / უბნის ექიმის   დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ , გარდა ამ დანართის მე -2, მე -3 და მე -4 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებებისა .

მუხლი 2

სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, დაავადების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) გაიცემა მხოლოდ იმ დაავადებისათვის, რომლის გამოც მან მიმართა ცნობის გამცემ დაწესებულებას ან ექიმ-სპეციალისტს. ცნობის გაცემისას, გრაფაში ,,მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი)“ ხელს აწერს ექიმი, (ელექტრონული ცნობის გაცემისას დაისმის – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი), რომელიც მკურნალობდა პაციენტს კონკრეტული დაავადების გამო ან ორგანიზება გაუწია ცნობის გაცემას (სამედიცინო დაწესებულების სერტიფიცირებული ექიმი, მათ შორის ოჯახის/უბნის ექიმი ან სხვა ექიმი-სპეციალისტი, მათ შორის სოფლის ექიმი).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-73/ნ - ვებგვერდი, 01.07.2020წ.

მუხლი 3

1. დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებასთან და სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებულ, ასევე, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ იმ სპეციალობის ექიმთა დასკვნები, რომელთა კონსულტაციაც აუცილებელია ,,დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანებით განსაზღვრული უკუნაჩვენები დაავადებებისა და ფიზიკური ანომალიების დასადგენად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. სხვა საქმიანობების შემთხვევაში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ,,დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანებით,  სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისას, ცნობაში  (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დამსაქმებლის ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციფიკური მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობაში წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი სპეციალობის ექიმის დასკვნა.

მუხლი 4

1. საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისას, ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მასპინძელი ქვეყნის სპეციფიკური მოთხოვნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნის შესაბამისი სპეციალობის ექიმის დასკვნა.

2. მგზავრობისას საავიაციო ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებისთვისაც დიაბეტის სამართავად სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიკამენტების, შპრიცებისა და ნემსების, ასევე, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის (CGM) და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მუდმივად თან ქონა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ერთად, შესაძლებელია გაცემულ იქნეს ორენოვანი ცნობა (,,შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის“ დანართი №2.1), რომელშიც ქართულ და ინგლისურ ენებზე მიეთითება ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულების დასახელება, პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი), დიაგნოზი და ზემოაღნიშნული საშუალებების მუდმივად თან ქონის აუცილებლობა. ცნობას ხელს აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი/მკურნალი ექიმი (ექიმი-სპეციალისტი) და დაისმება სამედიცინო დაწესებულების ბეჭედი, ხოლო ცნობის გაცემის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ერთად სპეციალურ ჟურნალში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 ივნისის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 21.06.2022წ.


კრებსითი — სრული ვერსია