სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.010.726
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1038
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებით (სსმ III, 15.03.2007, №35, მუხ. 418) დამტკიცებული „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) პერსონალურად აგებს პასუხს მეურნეობის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი