,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი
2007-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-31
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.010.677
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.677

საქართველოს გენერალური პროკურორის

 ბრძანება №57

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №130, მუხ. 1450) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება შეიძლება დაევალოს რამდენიმე გამომძიებელს. გამოძიებაში შეიძლება ჩაებან გენერალური პროკურატურის სხვა ოპერატიული მუშაკები, ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონული პროკურატურების და, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია