„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
522
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-27
სარეგისტრაციო კოდი
430.050.000.22.022.010.647
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.647

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №522

2007 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანების (სსმ III, 02.08.06. №102, მუხ. 1382) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საჯარო სკოლებში 2007–2008 სასწავლო წელს პირველ, მე-2 და მე-3 კლასებში მოსწავლეთა რეკომენდებული რაოდენობა განისაზღვროს 25, ხოლო მაქსიმალური – 30 მოსწავლით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია