,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №546 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
517
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-27
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.632
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №546 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.632

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №517

2007 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №546 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №546 ბრძანებით დამტკიცებული აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დროებითი წესდების (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 968) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი            ა. დიდებულიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია