„საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
891
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-19
სარეგისტრაციო კოდი
200.220.010.22.033.010.620
„საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.010.620

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №891

2007 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

,,საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის      20 დეკემბრის №1772 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2338) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ)   საბაჟო დამუშავების ოპერაციის არასამუშაო დროს განხორციელების თაობაზე დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება – წერილობითი მოთხოვნის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციიდან არაუმეტეს 2 საათისა“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია