სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.610
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №508
2007 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის №52 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, 62-ე, 63-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:
1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის №52 ბრძანების მე-10 პუნქტი.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მე-10 პუნქტის მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ძალაში შესვლის დღიდან.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია