„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 სექტემბრის №837 ბრძანების ნაწილის ბათილად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
507
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-19
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.609
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 სექტემბრის №837 ბრძანების ნაწილის ბათილად გამოცხადების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.609

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №507

2007 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 სექტემბრის №837 ბრძანების ნაწილის ბათილად     გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, 62-ე, 63-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. ბათილად გამოცხადდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 სექტემბრის №837 ბრძანების (სსმ III, 29.09.2006, №133, მუხ. 1804) პირველი პუნქტის ,,ე“ ექვეპუნქტი.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ძალაში შესვლის დღიდან.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია