,,გორის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი
2007-07-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-12
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.010.58612.0
,,გორის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.586

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №41

2007 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„ გორის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის  2006 წლის 28 სექტემბრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ ო“ ქვეპუნქტისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ გორის რაიონული პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 28 სექტემბრის №26 ბრძანებით (სსმ III, 03.10.2006, №135, მუხ. 1861) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. კანცელარიის უფროსი უზრუნველყოფს რაიონულ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუ-მენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, ასრულებს რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 13 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია