საქართველოს მთავრობის
დადგენილება №9
2008 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის №5 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი) და დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. დადგენილების მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელებისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე