,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
752
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-29
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.010.519
,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.519

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №752

2007 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში (სსმ III, 01.04.06, №44, მუხ. 499) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. საგადასახადო ორგანოებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2006 წლის 1 მაისიდან და 2008 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ამ ბრძანებით დადგენილი წესით დალუქვა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია