საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ თანდართული დებულება.
2. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ წარმოადგენს სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს“ უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობაში.
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №264/ნ ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.
ლ. ჭიპაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები
1. სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა.
2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, დამტკიცებული პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
გ) მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ შექმნა და მისი პერიოდული სრულყოფა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;
ე) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობების განხორციელება;
ვ) მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ვ1 ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველოფა;
ვ2) სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების რეგისტრაცია-აღრიცხვის ელექტრონული სისტემებისა და შესაბამის მონაცემთა ბაზების შექმნა და განვითარება;
ვ3) საქართველოს შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარება;
ვ 4) საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიმდინარე და პერსპექტიული ტენდენციების გამოვლენის მიზნით კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და განხორციელება;
ვ 5 ) სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა ;
ვ 6) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ7) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
ვ 8) დასაქმების ფორუმების ორგანიზება ან/და ორგანიზებაში მონაწილეობა;
ვ 9) დასაქმების ხელშეწყობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;
ვ 10) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ11) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ12) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ13) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ14) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ვ15) (ამოღებულია - 27.10.2015, №01-50/ნ);
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა;
ი) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით დონორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
ლ) დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების შექმნა, გარდაქმნა და გაუქმება;
ლ1) სააგენტოს მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მოსახლეობისათვის შესაბამისი მომსახურებების შესახებ ინფორმირების გაუმჯობესების, ასევე , მოსახლეობისათვის გეოგ რ აფიული ბარიერების თავიდან ასაცილებლად, თვითმმართველ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით სოფლის დონეზე) სააგენტოში არსებული შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელი გაცემისა და მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივ დონეზე სააგენტოში ელექტრონული მომართვიანებობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი და მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ან/და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
მ) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია , მართვა და მონიტორინგი ;
ნ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ო) დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ბეჭდვითი საშუალების (გაზეთი, ჟურნალი და სხვა) გამოცემა;
ო1) მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ო2) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვეტერანის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების მიღება (ანკეტირება), ვეტერანთა უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა ;
ო3) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 68-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ო4) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
დ1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და სახელფასო დანამატისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს ქონებასთან და ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სააგენტო დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ან/და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად);
ბ) სოციალური დახმარების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;
დ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;
ე) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს ბრძანება № 01- 31/ნ ვებგვერდი, 01.08.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 4 აპრილის ბრძანება №01-2 3 /ნ - ვებგვერდი, 1 4 .04.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №01-64/ ნ - ვებგვერდი, 08.09.2014წ.
მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში - დირექტორი), რომელიც იმავდროულად არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მოადგილე. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო განრიგით.
4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე (რაც არ გულისხმობს იმავდროულად მინისტრის მოადგილის თანამდებობის შეთავსებას).
5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.
სააგენტოს დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავის მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
გ) ერთპიროვნულად უძღვება სააგენტოს საქმიანობას. ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს;
თ) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი1) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის, ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);
კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურსამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ლ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები;
მ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ნ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ო) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
პ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
ჟ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმას;
რ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ს) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №01-64/ ნ - ვებგვერდი, 08.09.2014წ.
1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5 1 . მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები (შემდგომში – რეგიონული საბჭო) წარმოადგენენ სააგენტოს სათათბირო ორგანოებს.
2. რეგიონული საბჭოს შემადგენლობას და დებულებას კანონმდებლობის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
3. რეგიონულ საბჭოს შემადგენლობაში შედიან სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელი, სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა ორგანიზაცია/დაწესებულების წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირი.
4. რეგიონული საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება რეგიონული საბჭოს დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.
1. სააგენტოს სახლმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.
2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს თავისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გააჩნია შესაბამისი ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი აქტივები, მატერიალური მარაგები, ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
31. შემოსავლის მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია დადოს სათანადო ხელშეკრულებები.
4. ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.
5. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკი-ცებლად წარუდგენს სამინისტროს.
6. სააგენტოს წლიურ ბალანს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1 (ამოღებულია - 30.07.2015,№25/ნ)