საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
849
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-24
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.034.010.467
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.010.467

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №849

2007 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 7 მარტიდან.

ი. მერაბიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №1521-სსმIII, №170,30.11.2007წ., მუხ.1893

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის ბრძანება №891-სსმ III, №88, 20.07.2009წ., მუხ.939

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 19 ივლისის ბრძანება №644-სსმ III, №89, 21.07.2010წ., მუხ.1295

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №767-სსმ III, №106, 27.08.2010წ., მუხ.1604

5.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №994 - სსმ III, №151, 18.11.2010წ., მუხ.1604

6. ძალადაკარგულია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №1014 - სსმ III, №153, 24.11.2010წ., მუხ.2179

დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სტატუსი და ანგარიშვალდებულება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემ­დგომში – სამინისტრო) საექსპერტო-კრიმინალის­ტიკური მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს კანონ­მდებლობით, სამინისტროს დებულებით და ამ დე­ბულებით დაკისრებულ ამოცანებს.

2. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია სა­ქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ­ში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 2. მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის პროცე­სში ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებუ­ლებებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავ­რობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამი­ნისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძა­ნებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3. მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები

მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკ­ვლევებით მომსახურება;

ბ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახუ­რებთან ერთად, კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით, კვალთა და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახ­სნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;

გ) ოპერატიული თვალსაზრისით სხვა საჭირო მტკი­ცე­ბუ­ლებათა მოპოვება კანონით დადგენილი წესით, დანა­შაულის გამომწვევი მიზეზების დადგენა, მათი აღკვეთა-აცილება;

დ) დამნაშავე პირთა მხილება;

ე) კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმი­ნა­ლისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მისი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;

ვ) გაანალიზოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანა­ყოფების მიერ გაწეული მუშაობა, განაზოგადოს პრაქტიკა და დასახოს ღონისძიებები ჩატარებული ექ­სპერ­ტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღ­ლებისა და საექსპერტო საქმიანობის სრულ­ყოფისათვის;

ზ) მთავარ სამმართველოს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ დანაყოფებს ადგილებზე გაუწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება, მთავარ ექსპერტთა, უფროს ექსპერტთა და ექსპერტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება, შეამოწმოს მათი მუშაობა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორ­ციელოს დოკუმენტური რევიზიისა და თემატური შემოწ­მებების ჩატარება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით;

ი) დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ორგანიზება გაუკეთოს ადგილებზე სხვა სამსახურებთან ურთიერთ­შეთანხმებულ მუშაობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №994 - სსმ III, №151,18.11.2010წ., მუხ.1604

თავი II

მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა

    მუხლი 4. მთავარი სამმართველოს უფროსი

1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს საქმია­ნობას და კოორდინაციას უწევს მის კომპეტენციას მიკუთ­ვნებულ საკითხთა შესრულებას;

ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთან­ხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;

გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს წინა­დადებებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხის­მგებლობის შესახებ;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამ­დგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეუ­ლობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

ვ) შუამდგომლობს მინისტრთან (კურატორ მინის­ტრის მოადგილესთან), მთავარი სამმართველოს მოსამ­სახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც მთავარი სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები

1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც მთავარი სამმართველოს უფრო­სის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობას მინის­ტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავა­ლებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

3. მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოად­გილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალის­ტიკური კვლევის სამმართველოში შემავალი განყოფი­ლებების მუშაობაზე.

4. მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურისა და რეგიონალური დანაყოფების საქმიანობაზე.

5. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან მათ საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №1521 - სსმ III, №170,  30.11.2007წ., მუხ.1893

თავი III

მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფები და მათი კომპეტენცია

    მუხლი 6

1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმართველო;

ბ) ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური;

გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) კინოლოგიის სამსახური;

დ1) ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო;

ე) რეგიონალური დანაყოფები;

ვ) ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება.

2. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყო­ფები იყოფა ქვედანაყოფებად.

3. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყო­ფების, სტრუქტურულ დანაყოფებში შემავალი ქვედა­ნაყოფების სტრუქტურას, უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს მთავარი სამმარ­თველოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №1521 - სსმ III, №170, 30.11.2007წ., მუხ.1893

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის ბრძანება №891 - სსმ III, №88,20.07.2009წ., მუხ.939

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 19 ივლისის ბრძანება №644 - სსმ III, №89 ,21.07.2010,წ., მუხ.1295

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №767 - სსმ III, №106 27.08.2010წ.,მუხ.1604

    მუხლი 7. საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმართველოს კომპეტენცია

1. საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმარ­თველოს კომპეტენციაა:

ა) საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;

ბ) საგამოძიებო მოქმედებებში მთავარ ექსპერტთა, მონაწილეობის უზრუნველყოფა ოპერატიულ საგამოძიებო ჯგუფებთან ერთად, ამა თუ იმ სახის კვალის, საგნის და სხვა ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება, დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისა და სწორი ვერსიების ჩამოყალიბების მიზნით.

გ) ოპერატიულ-სამძებრო სამსახურების მომართვის საფუძველზე საინფორმაციო-საძიებო კრიმინალის­ტიკური კარტოთეკებითა და კოლექციებით შემოწმების უზრუნველყოფა, დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისა და სწორი ვერსიების ჩამოყალიბების მიზნით;

დ) გაანალიზოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანა­ყოფების მიერ გაწეული მუშაობა, განაზოგადოს პრაქტიკა და დასახოს ღონისძიებები ჩატარებული ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღ­ლებისა და საექსპერტო საქმიანობის სრულ­ყოფისათვის;

ე) დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ორგანიზება გაუკეთოს ადგილებზე სხვა სამსახურებთან ურთიერთ­შეთანხმებულ მუშაობას;

ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების საქმიანობაზე კონტროლი და მეთოდური ხელმძღვა­ნელობა.

2. საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმარ­თველო ატარებს შემდეგ საექსპერტო და სპეცია­ლურ კვლევებს:

ა) ფეთქებადსაშიში ნივთიერებების ექსპერტიზას, ელექტროტექნიკური, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მექანიზმების ექსპერტიზას, რადიაციულ ექსპერტი­ზას, სახანძრო ექსპერტიზას;

ბ) ავტოტექნიკურ ექსპერტიზას;

გ) ტრასოლოგიურ და ბალისტიკურ ექსპერტიზას, ცივი იარაღის კვლევას;

დ) ქიმიურ და ბიოლოგიურ კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას (მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების და ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტიზას);

ე) ხელნაწერების გრაფიკულ ექსპერტიზას, დოკუმენ­ტების ტექნიკურ ექსპერტიზას;

ვ) დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას;

ზ) ბუღალტრულ და ეკონომიკურ ექსპერტიზას;

თ) სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;

ი) ფონოსკოპიურ ექსპერტიზას;

კ) ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ექსპერტიზას;

ლ) ოდოროლოგიურ ექსპერტიზას.

3. საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის სამმარ­თველოს საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსი და სამმართველოს კურატორი შესაბამისი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგი­ლე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №994 - სსმ III, №151, 18.11.2010წ., მუხ.1604

    მუხლი 8. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის კომპეტენცია

1. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;

გ) ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტი­ზის განხორციელებისათვის სამსახურისა და რეგიონა­ლური დანაყოფების საჭირო საშუალებებით მომარა­გება, მათი შესაბამისი აღრიცხვა-რეგისტრაცია და ხარჯვაზე კონტროლი.

დ) უზრუნველყოს გამოკვლევის პროცესში მიღებული ბიოლოგიური მასალის დალუქვა-შენახვა.

2. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №1521 - სსმ III, №170, 30.11.2007წ., მუხ.1893

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის ბრძანება №891 - სსმ III, №88,  20.07.2009წ.,მუხ.939

    მუხლი 9. კინოლოგიის სამსახურის კომპეტენცია

1. კინოლოგიის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება; 

ბ) ექსპერტიზების ჩატარება;

გ) სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გაწვრთნა და სპეციალური სამსახურებრივი ძაღლებით მომსახურე (მეპატრონე) სამინისტროს თანამშრომელთა სათანადო გადამზადება და კონტროლი;

დ) სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების სათანადო საკვებით და მედიკამენტებით დროული უზრუნველყოფა და კონტროლი.

2. კინოლოგიის სამსახურის საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 19 ივლისის ბრძანება №644 - სსმ III, №89 21.07.2010წ., მუხ.1295

    მუხლი 91. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენცია

1. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდეგი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;

ბ) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიური წარდგენა მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე;

გ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.

2. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №767 - სსმ III, №106 27.08.2010წ., მუხ.1604

    მუხლი 10. რეგიონალური დანაყოფები

1. მთავარი სამმართველოს რეგიონალური დანა­ყოფებია:

ა) (ამოღებულია);

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

გ) დასავლეთ საქართველოს საექსპერტო-კრიმინა­ლისტიკური რეგიონალური სამსახური;

დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

ე) შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

ვ) ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

ზ) კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;

თ) სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური.

2. რეგიონალური დანაყოფების კომპეტენციაა:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;

ბ) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებუ­ლებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მა­თი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწი­ლეობა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლო­გიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორ­ციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;

დ) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების ყოველ­თვიური წარდგენა მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე;

ე) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგი­რების ორგანიზება.

3. რეგიონალური დანაყოფების საქმიანობაზე პასუ­ხის­მგებელია მთავარი სამმართველოს უფროსის მოად­გილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის ბრძანება №891 - სსმ III, №88,  20.07.2009,წ.,მუხ.939

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 19 ივლისის ბრძანება №644 - სსმ III, №89 21.07.2010წ., მუხ.1295

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №767 - სსმ III, №106 27.08.2010წ., მუხ.1604

    მუხლი 11. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაა:

ა) მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსუ­ლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მთავარი სამმართველოს კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია;

ბ) ექსპერტიზების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგ­რამების, აპარატურის მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით;

გ) მთავარ სამმართველოში შესრულებული ექსპერ­ტი­ზების, გამოკვლევების და მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა და გაცემა, გარდა ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №1521 - სსმ III, №170,  30.11.2007წ., მუხ.1893

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის ბრძანება №891 - სსმ III, №88,  20.07.2009წ., №88, მუხ.939

    მუხლი 111. ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება

ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების კომპეტენციაა:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავარ სამ­მართვე­ლოში შემავალი სტრუქტურული დანაყოფე­ბის საქმიანობის შემოწმება შესრულებული სამუშაოე­ბის გაცნობისა და შეფასების მიზნით; მათი შესრუ­ლების კონტროლი და ანალიზი, ფუნქციონალური მოვალეობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეს­რუ­ლებაზე და თანამშრომელთა საშემსრულებლო დის­ციპ­ლინაზე კონტროლი, გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი წერილის მომზადება და მთავარი სამმართვე­ლოს უფროსისათვის წარდგენა;

ბ) მთავარ სამმართველოში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და არსებული კანონმდებ­ლობის შესაბამისად მათი შესრულების უზრუნველყოფა;

გ) მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნე­ბულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების გაცნობა პირადი შემადგენლო­ბისათვის;

დ) მთავარ სამმართველოში შესათანხმებლად შემო­სული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;

ე) მთავარ სამმართველოში შემავალი სტრუქტურუ­ლი დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადება და განხილვის ორგანიზება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 17 ივლისის ბრძანება №891 - სსმ III, №88,  20.07.2009წ., მუხ.939

    მუხლი 12. წინამდებარე დებულების გაუქმების, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილე­ბებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით.

კრებსითი — სრული ვერსია