საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
932
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-30
სარეგისტრაციო კოდი
030.000.000.05.001.001.700
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

     „მუხლი 131. საგადასახადო საქმეთა განხილვის ვადა

საგადასახადო საქმეების განხილვის ვადა სასამართლოში სარჩელის შეტანიდან მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემამდე არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას.“.

2. 261 მუხლის მეორე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

#932_რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია