საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
2007 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 56-ე მუხლის თანახმად:
1. საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი რეორგანიზებულ იქნეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო და წესებულებად.
2. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანთლებლო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის თანდართული წესდება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №3/149 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წესდების დამტკიცების შესახებ.“.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი (შემდგომში – სასაწავლებელი) წარმოადგენს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს სრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საშუალო საბალეტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.
2. სასწავლებელი შექმნილია და ფუნქციონირებს საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – სსიპ – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს.
3. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
4. სასწავლებელს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სასწავლებელი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
6. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვ. ვეკუას ქ. №1.
მუხლი 2. სასწავლებლის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. სასწავლებლის მიზანია აღზარდოს მოსწავლეები ქართული და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების კლასიკური მემკვიდრეობის საუკეთესო ტრადიციებზე, გამოუმუშაოს სასცენო კულტურა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები, მისცეს მათ შესაბა მისი განათლება და მოამზადოს შემსრულებლები პროფესიული საბალეტო დასებისთვის, მუსიკალური თეატრებისა და ანსამბლებისთვის.
2. სასწავლებლის ამოცანებია:
ა) მჭიდრო შემოქმედებითი კავშირის დამყარება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ ელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან;
ბ) საკონცერტო და საგასტროლო საქმიანობის განხორციელება;
გ) საშემსრულებლო ხელოვნების სწავლების მეთოდების სრულყოფა;
დ) მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შრომისა და სწავლის სათანადო პირობების შექმნა.
3. სასწავლებლის საქმიანობის საგანია:
ა) სასწავლო პროცესის აქტივიზაცია და მოდერნიზაცია;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება-განვითარება;
გ) მართვის თანამედროვე პრინციპების განხორციელება და სასწავლო პროცესის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა;
დ) პედაგოგთა და დამხმარე სასწავლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება;
ე) დამატებითი საფინანსო სახსრების მოზიდვა.
მუხლი 3. სასწავლებლის უფლება-მოვალეობანი
თავისი მთავარი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად სასწავლებელს უფლება აქვს:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა კულტურის სფეროში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს ფასიანი სწავლების ფორმები და გადასახდელი თანხის ოდენობა;
გ) განსაზღვროს საქმიანობის (შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, ორგანიზაციული, ეკონომიკური და სხვა) პრიორიტეტები;
დ) განახორციელოს სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, სახელმწიფო დაკვეთით.
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე სასწავლებლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
ზ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასწავლებლის შინაგანაწესი, განსაზღვროს სასწავლებელში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა დადგენილი წესით;
თ) (ამოღებულია - №31/ნ, 13.03.2020);
1. სასწავლებლის მართვის ორგანოებია:
ა) ადმინისტრაცია (დირექტორი, მოადგილე(ები);
ბ) პედაგოგიური საბჭო.
2. სასწავლებლის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.
3. დირექტორი:
ა) წარმართავს სასწავლებლის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სასწავლებელს და სასწავლებლის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს ხელშეკრულებებს (მათ შორის, შრომის ხელშეკრულებებს), გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სასწავლებლის ყველა თანამშრომლისა და მოსწავლისთვის; უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები;
გ) სასწავლებლის წლიურ ბალანსს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო);
დ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგთა დატვირთვის ოდენობას;
ე) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და ახალი სპეციალობების დამატების შესახებ;
ვ) ითანხმებს სასწავლებელთან არსებული №46-ე საჯარო სკოლის სასწავლო ცხრილს, სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის სასწავლო გეგმასა და სასწავლო ცხრილს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;
თ) პედაგოგიურ საბჭოზე განხილვის საფუძველზე ამტკიცებს სასწავლებლის შინაგანაწესს (შინაგანაწესში აისახება: სასწავლებელში მიღების, სწავლების წლებზე გადაყვანა-დატოვებისა და გარიცხვის პირობები; სასწავლო პროცესში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა და სხვ) და აკონტროლებს მის დაცვას;
ი) ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს;
კ) პასუხისმგებელია სასწავლებლის მთელ საქმიანობაზე.
4. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელიც უნდა იყოს სპეციალური საბალეტო განათლების, შემოქმედებითი და სასცენო გამოცდილების მქონე პირი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
5. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) პასუხისმგებელია მოსწავლეთა დაოსტატებაზე, პროფესიული მომზადების დონესა და სასწავლო პრაქტიკაზე;
ბ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო- სასცენო ოსტატობის მაღალ დონეს;
გ) უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების სასწავლებელში მოზიდვას;
დ) ხელმძღვანელობს სასწავლო, შემოქმედებითი და მეთოდური გაერთიანებების მუშაობას.
6. სასწავლებელში კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება პედაგოგიური საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის სასწავლებლის ყველა პედაგოგი; პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტი და ფუნქციები განისაზღვრება სასწავლებლის დებულებითა და შინაგანაწესით. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სასწავლებლის დირექტორი.
7. პედაგოგიური საბჭო:
ა) დირექტორის წარდგინებით იხილავს სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და ახალი დამატებების თაობაზე წინადადებებს;
ბ) სასწავლებლის დირექტორთან ერთად იხილავს სასწავლებლის სასწავლო გეგმას, სასწავლო ცხრილსა და შინაგანაწესის პროექტს, სასწავლებელში მისაღებ კონტიგენტს
8. პედაგოგიური საბჭოს სხდო მაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
1. სასწავლებელში სწავლების ენა არის ქართული.
2. სასწავლებელში სწავლება მიმდინარეობს როგორც უფასო (სახელმწიფო დაკვეთა), ასევე ფასიანი სწავლების ფორმით.
3. სასწავლებელში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს სასწავლებლის დირექტორი. დასაშვებია კონტინგენტის კორექტირება, (შემცირება ან/და გაზრდა) სასწავლებელში შექმნილ საგამოცდო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე არაუმეტეს 24 მოსწავლისა.
4. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მსვლელობის საკითხები განსაზღვრულია სასწავლებლის შინაგანაწესით.
5. სასწავლებელში სწავლების პირველ წელს მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები მე-5 კლასიდან.
მუხლი 6. სასწავლებლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სასწავლებლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სასწავლებლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
4. სასწავლებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
5. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სასწავლებლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10. სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.