,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის _ ,,ღირსეული დასაწყისი“ _ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
298
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-26
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.939
,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის _ ,,ღირსეული დასაწყისი“ _ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2007 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – ,,ღირსეული დასაწყისი“ – დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – ,,ღირსეული დასაწყისი“ – დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაწყება (დაფინანსება) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მათთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში და სათანადო ასიგნებების ასახვა საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია