საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
356
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-29
სარეგისტრაციო კოდი
010.040.030.22.022.010.380
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.010.380

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №356

2007 წლის 23 მაისი

 ქ. თბილისი

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ოქტომბრის №188 დადგენილების თანახმად, ლიკვიდირებული იქნა შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: კლიმატური გამოცდის ცენტრი, მასალათა გამოცდის ცენტრი, ინსტიტუტი ,,ავტომატმრეწვი“, სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №180 ბრძანებულების თანახმად განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის რეორგანიზაცია, მისი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

 ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლიმატური გამოცდის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №547 ბრძანება (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 969);

 ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასალათა გამოცდის ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №544 ბრძანება (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 966);

 გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინსტიტუტ ,,ავტომატმრეწვის“ დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №542 ბრძანება (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 964);

დ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №539 ბრძანება (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 961);

ე) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №562 ბრძანება (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 984).

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. ლომაია

 

კრებსითი — სრული ვერსია