,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
168
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.113
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №168

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წ., №56, მუხლი 650) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია საშენი მასალების მოპოვების მიზნით.“.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 პუნქტი.

3. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე პირველი პუნქტით განსაზღვრულ რესურსზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებული პროცედურები დასრულდეს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დადგენილი წესის შესაბამისად.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია