უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
134
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-01
სარეგისტრაციო კოდი
170.010.000.22.027.010.344
უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.010.000.22.027.010.344

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №134

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის „ჟ.ა“ ქვეპუნქტის შესასრულებლად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დებულება ,,უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ“.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 8 ოქტომბრის №304 ბრძანება ,,უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის ბრძანება №200 - სსმ III, №98, 11.07.2007 წ., მუხ.1054

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №91 - სსმ III, №50, 03.04.2008 წ., მუხ.584

დებულება

უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება ადგენს უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის წესს.

2. ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია ერთი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, ან რომელთა შედგენაშიც მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული, მეორე სახელმწიფოს მიერ განსახილველად მიიღება ამ ქვეყნის ორგანოების მიერ დადგენილი წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული დოკუმენტები ლეგალიზებულია, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ქვეყნების შიდა კანონმდებლობით, ან ლეგალიზაციის გაუქმების ან გამარტივების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილენიც არიან ეს სახელმწიფოები.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) ლეგალიზაცის დროს ხდება ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ხელმოწერისა და გერბიანი ბეჭდის ნამდვილობის დადასტურება ამ დოკუმენტების სხვა სახელმწიფოში გამოყენების მიზნით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

4. დოკუმენტების ლეგალიზაცია ხორციელდება დოკუმენტის მესაკუთრის ან სხვა ნებისმიერი პირის მომართვის საფუძველზე.

5. დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარმომდგენი პირი ავსებს განცხადების სპეციალურ ფორმას (დანართი №1). დადგენილი წესით შევსებული განცხადება სალეგალიზაციო დოკუმენტთან და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად ბარდება სამინისტროს დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

6. სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციას ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო.

7. საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტებს ლეგალიზაციისათვის ამზადებს ნოტარიუსი, რომელიც ხელმძღვანელობს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

8. დოკუმენტების ლეგალიზაციაზე სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირის უარი გასაჩივრდება ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის ბრძანება №200 - სსმ III, №98, 11.07.2007 წ., მუხ.1054

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №91 - სსმ III, №50, 03.04.2008 წ., მუხ.584

თავი II

ლეგალიზაციის წესი და პირობები

9. დოკუმენტის ლეგალიზაცია რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:

ა) სალეგალიზაციო დოკუმენტის წარმომდგენი პირის ვინაობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

ბ) დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ შევსებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

გ) დოკუმენტის დასახელება და რეკვიზიტები;

დ) სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის სახელი, გვარი;

ე) ლეგალიზაციის რიგითი ნომერი და თარიღი;

ვ) ლეგალიზაციის მთხოვნელი პირის ხელმოწერა;

ზ) ლეგალიზებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო;

თ) გრაფა ,,შენიშვნებისათვის“.

10. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.

11. საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო ახდენს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი და საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციას, რომლის დროსაც დოკუმენტზე სრულდება დადგენილი ფორმის სალეგალიზაციო წარწერა და დაესმება ბეჭედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დამადასტურებელი წარწერის შტამპისა და გერბიანი, ორენოვანი ბეჭდის ნიმუშის მიხედვით.

12. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს მრჩეველი და საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის სპეციალისტი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით. ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს სარეგისტრაციო ჟურნალის გრაფაში „შენიშვნებისათვის“ და დაესვას შესწორების შემტანი პირის ხელმოწერა და თარიღი.

13. სალეგალიზაციო შტამპი, ბეჭედი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას (ლითონის სეიფში).

14. სალეგალიზაციო შტამპის, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსს.

15. ლეგალიზაციას ექვემდებარება საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.

16. საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს ლეგალიზაციის პროცესში ხელმძღვანელობს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საქართველოს ნოტარიუსთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში მოცემული ნოტარიუსთა ხელმოწერებისა და გერბიანი ბეჭდების ნიმუშებით.

17. ლეგალიზაციას არ საჭიროებენ დსთ-ის ქვეყნებში წარსადგენი დოკუმენტები, მინსკის 1993 წლის კონვენციის შესაბამისად.

18. თუ ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს გაუჩნდა ეჭვი, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტი ყალბია ან შესრულებულია დადგენილი წესების დარღვევით ან არაუფლებამოსილი ნოტარიუსის მიერ, მაშინ იგი არ ახდენს დოკუმენტების ლეგალიზაციას და იღებს შესაბამის ზომებს აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობის დასადგენად.

19. დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება დოკუმენტის წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის ბრძანება №200 - სსმ III, №98, 11.07.2007 წ., მუხ.1054

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №91 - სსმ III, №50, 03.04.2008 წ., მუხ.584

თავი III

დოკუმენტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ლეგალიზაციას

20. ლეგალიზაციას არ ექვემდებარება დოკუმენტი, რომელიც ეწინაღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ან რომელიც არ არის სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული, ან გაფორმებულია ოფიციალური დოკუმენტისათვის წაყენებული მოთხოვნების დარღვევით.

21. ლეგალიზაციას არ ექვემდებარება დოკუმენტი, რომელიც არ მოწმდება სანოტარო წესით, აგრეთვე დოკუმენტი, რომლის გადაგზავნა ან გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

თავი IV

სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მიმართ წაყენებული მოთხოვნები. სალეგალიზაციო წარწერის შესრულების წესი

22. სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული. ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭდის გამოსახულება სრულდება გარკვევით.

23. დოკუმენტებში შესწორებებისა და მინაწერების გაკეთება ხდება ნოტარიუსის მიერ სათანადო წარწერის გაკეთებამდე. შესწორებები და მინაწერები კეთდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს თავდაპირველად შეცდომით დაწერილის, შემდგომ გადახაზულისა და შესწორებულის წაკითხვა.

24. მას შემდეგ, რაც ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი დარწმუნდება, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტები შესრულებულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადახდილია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ბაჟი, ახდენს დოკუმენტის ლეგალიზაციას.

25. სალეგალიზაციო წარწერაში შესწორებებისა და დამატებების შეტანა დაუშვებელია. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სალეგალიზაციო წარწერაში შეტანილია შესწორებები და დამატებები, ამის შესახებ შენიშვნას აკეთებს და შემდეგ ხელს აწერს მხოლოდ ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

26. სალეგალიზაციო წარწერა სრულდება შტამპის დასმით. თუ დოკუმენტზე სალეგალიზაციო წარწერისათვის არ არის ადგილი, მაშინ სალეგალიზაციო წარწერა შესრულდება ცალკე ფურცელზე, რომელიც თან დაერთვის დოკუმენტს, გაეყრება ზონარი და დამოწმდება ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

27. ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევით ლეგალიზებულ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია.

დანართი №1

დამტკიცებულია საქართველოს

იუსტიციის მინისტრის 2008 წ. „––– “

––––––––––– № ––– ბრძანებით

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტს

მოქალაქის –––––––––––––

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

I. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:

 

ა) დოკუმენტის წარმომდგენი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                                                                                     სახელი, გვარი

 

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

II. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

 

III. სალეგალიზაციო დოკუმენტი (დოკუმენტები, მისი რაოდენობა და რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე, ნომერი, ხელმომწერი პირის სტატუსი):

 

1) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

IV. ლეგალიზებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

V. დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––– ლარი

 

განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა        დოკუმენტის მიმღები პირის ხელმოწერა  

––––––––––––––––––––––––––––––                                                      ––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                                                                                                                                                     (საერთაშორისო კერძო სამართლის                                                                                                                                                                                                                                                                           დეპარტამენტის ლეგალიზაციისა და

                                                                                                                                                                                                                                                აპოსტილის სამმართველოს უფლებამოსილი                                                                   პირი)

                          შემოტანის თარიღი                                         

_________________________________________

                   (რიცხვი/თვე/წელი)                                                                                                   _____________________________

                                                                                                                                                                                                                               (გაცემის თარიღი)

 

 ლეგალიზებული დოკუმენტის                                                                                      ლეგალიზებული დოკუმენტის   

                  მიმღები პირი                                                                       გამცემი პირი                            

--------------------------------------------------    ------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)                                                  (სამოქალაქო კერძო სამართლის დეპარტამენტის

                                                                                                                                                                                                                                          ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს                                                                                                                                                                                                                                                                                                 უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

----------------------------------------------------   -----------------------------------------------------

        (რიცხვი/თვე/წელი)                                                                          (რიცხვი/თვე/წელი)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის ბრძანება №200 - სსმ III, №98, 11.07.2007 წ., მუხ.1054

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება №91 - სსმ III, №50, 03.04.2008 წ., მუხ.584

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია