სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.39.036.010.326
საქართველოს გენერალური
პროკურორის ბრძანება №18
2007 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო რეესტრის თანდართული ფორმა.
2. საქართველოს პროკურატურის საჯარო რეესტრის წარმოება დაევალოს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის წარმოების ჯგუფს.
3. საჯარო ინფორმაციის გაცნობა და ასლის გაცემა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36–38-ე და მე-40 მუხლებით დადგენილი წესით.
4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი ანაზღაურება განხორციელდეს ინფორმაციის მომთხოვნი პირის ხარჯზე.
5. დაუშვებელია საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა, გარდა კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით პირდაპირ გათვალისწინებული, ასევე ამ ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 22 მაისის ბრძანება №21-სსმIII, №72, 22.05.2007წ.; მუხ.782
6. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებში, წინასწარი გამოძიების დაწყების, შეწყვეტის და დასრულების შესახებ ინფორმაცია ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ამ ბრძანების მე-9 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 22 მაისის ბრძანება №21-სსმIII, №72, 22.05.2007წ.; მუხ.782
7. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის არსებობის პირობებში, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის და დასრულების შესახებ ინფორმაცია ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ამ ბრძანების მე-9 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 22 მაისის ბრძანება №21-სსმIII, №72, 22.05.2007წ.; მუხ.782
8. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გენერალური პროკურორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) თანხმობით, რაც შედის მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დასაშვებია ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელზეც ვრცელდება ამ ბრძანების მე-5 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ასევე სხვა ინფორმაციის, რომელიც სცილდება ამ ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპებს.
საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 22 მაისის ბრძანება №21-სსმIII, №72, 22.05.2007წ.; მუხ.782
9. დაუშვებელია საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით დადგენილი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული ინფორმაციის გაცემა.
10. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დაცული საქართველოს პროკურატურაში, დაკავშირებული მისი კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების, მათ შორის, ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან, ან ამ საქმიანობის შედეგად მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს ნ. გვარამიას.
12. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 22 მაისის ბრძანება №21-სსმIII, №72, 22.05.2007წ.; მუხ.782
საჯარო რეესტრი
| № | მოთხოვ-ნილი საჯარო ინფორ-მაციის არსი | პირი, რომელმაც მოითხოვა ან/და რომელსაც გაეგზავნა საჯარო ინფორმაცია | საჯარო ინფორმა-ციის რეესტრში შეტანის თარიღი | საჯარო ინფორ-მაციის მოთხოვ-ნის თარიღი | საჯარო ინფორმა-ციის გაცემის ვადა | საჯარო ინფორ-მაციის გაცემის თარიღი | საჯარო ინფორმა-ციის გაცემაზე პასუხის-მეგებელი პირი | შენიშვ-ნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|