,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
310
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.010.22.022.010.317
,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.010.317

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №310

2007 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს  წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა  და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით  დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 23.01.2006 წ., №8, მუხ. 77) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: 

ა) ბრძანების პრეამბულაში შეტანილ იქნეს დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოების არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის,  39-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად,  ვბრძანებ:“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი);“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების 38-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა.“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში,  ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია