,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
163
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-08-06
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.106
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №163

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მი­ნისტროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეთა რაოდენობას, ჩამოყალიბდეს 31 პუნქტად ახა­ლი რედაქციით:

„31. მინისტრს ჰყავს შვიდი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მი­ნის­ტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის მოადგილეს მი­ნისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთან­ხმე­ბით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია