,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
394
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-04-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-30
სარეგისტრაციო კოდი
200.110.040.22.033.010.266
,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.040.22.033.010.266

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №394

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 07.04.06, №48, მუხ.612) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურად, წერილობით აცნობებს პროექტის განმახორციელებელს პროგრამის ფარგლებში იმპორტზე თანხმობის ან უარის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო არ გასცემს პასუხს აღნიშნულ ვადაში, მაშინ ეს ჩაითვლება თანხმობად და განხორციელდება იმპორტი საბაჟო გადასახდელების (გადასახადები და მოსაკრებლები) გადახდევინების გარეშე. უარის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მიერ წერილობით ეცნობება პროგრამის განმახორციელებელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და MCG-ს. წერილში მითითებული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია