,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
378
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-04-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-25
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.010.233
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.223.033.010.233

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №378

2007 წლის 23 აპრილი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის          6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 14.09.05, №107, მუხ. 1195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის ,,ა-ი“ ქვეპუნქტები;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტი შედგება შემდეგი სამმართველოებისაგან:

ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საფინანსო სამმართველო;

დ) ინფორმაციის დაცვის სამმართველო;

ე) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო“.

გ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია