საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
136/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-04-18
გამოქვეყნების თარიღი
2023-04-13
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.214
საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №136/ნ

2007 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებისა და 98-ე მუხლის 31 პუნქტის ,,ა.მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების თანდართული ნუსხა (დანართი 1).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში:

ა) სპეციალობების შესაბამის პუნქტში (გრაფაში) მითითებული მომიჯნავე სპეციალობები განისაზღვროს ამ სპეციალობისა და ერთმანეთის მომიჯნავე სპეციალობებად;

ბ) სუბსპეციალობების შესაბამის სპეციალობებად განისაზღვროს შესაბამის პუნქტში (გრაფაში) მითითებული საექიმო სპეციალობები და მომიჯნავე სპეციალობები.

3. (ამოღებულია - 07.02.2014, № 01-7/ნ).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №374/ნ-სსმIII, №140, 13.11.2009წ.; მუხ.1617

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 26.04.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 07.02.2014წ.

4. (ამოღებულია - 07.02.2014, № 01-7/ნ).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 07.02.2014წ.

5. ექიმებს, რომელთაც 2008 წლის 1 მაისამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი „ზოგადი პროფილის ექიმის“ შესაბამის სპეციალობაში, მიეცეთ გადამზადების უფლება (დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილის გავლის გზით) დანართი 2-ით განსაზღვრულ სპეციალობებში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №374/ნ-სსმIII, №140, 13.11.2009წ.; მუხ.1617

51. საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხით (დანართი №1) განსაზღვრულ დარგებში, რომლებშიც დიფერენცირებულია ბავშვთა და მოზრდილთა სპეციალობები, მომიჯნავე სპეციალობები და სუბსპეციალობები, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ასევე, განახორციელონ 15-დან 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 26.04.2011წ.

6. ამოღებულია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №374/ნ-სსმIII, №140, 13.11.2009წ.; მუხ.1617

7. სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაპოვებლად, საექიმო სპეციალობის მაძიებელი ექვემდებარება საექიმო სპეციალობის სათანადო მოდულებისა და შესაბამისი მომიჯნავე საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი მოდულების სავალდებულო გავლას და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.

71. საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხით გათვალისწინებული ღონისძიებები დარეგულირდეს №3 დანართის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 07.02.2014წ.

8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) ,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანება;

ბ) ,,მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 30 აპრილის №130/ნ ბრძანება.

9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებული     ირ. გიორგობიანი

 

დანართი №1

საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა

№

სპეციალობა

მომიჯნავე სპეციალობა

სუბსპეციალობა

  1.

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 შინაგანი მედიცინა

 

 

 

1. ფიბროენდოსკოპია
( ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია , ბრონქოსკოპია , კოლონოსკოპია )
2.
ანგიოლოგია
3. პალიატიური მედიცინა *
4.
პროფესიული პათოლოგია

 

 

1. ალერგოლოგია - იმუნოლოგია

 

 

 

2. კარდიოლოგია

1. ინტერვენციული კარდიოლოგია
2. გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა
3. ექოკარდიოგრაფია
4. ნუკლეარული კარდიოლოგია

 

 

3. გასტროენტეროლოგია

ფიბროენდოსკოპია ( ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია )

 

 

4. ენდოკრინოლოგია

 

 

 

5. ინფექციური სნეულებები

1. ორგანიზმის დეტოქსიკაციის ექსტრაკორპორული   მეთოდები

2. პალიატიური მედიცინა

 

 

6. ფთიზიატრია - პულმონოლოგია

ფიბროენდოსკოპია ( ბრონქოსკოპია )

 

 

7. ფიზიკური მედიცინა , რეაბილიტაცია და კურორტოლოგია

 

 

 

8. ნეფროლოგია

 

 

 

9. რევმატოლოგია

 

 

 

10. ჰემატოლოგია / ტრანსფუზიოლოგია

 

 

 

11. სპორტის მედიცინა

 

2.

პედიატრია

 

პალიატიური მედიცინა *

 

 

1. ნეონატოლოგია

 

ნეიროსონოსკოპია

 

 

2. ბავშვთა ნევროლოგია

 

 პალიატიური მედიცინა

 

 

3. ბავშვთა კარდიოლოგია - რევმატოლოგია

 

 ექოკარდიოგრაფია

 

 

4. ბავშვთა ალერგოლოგია - იმუნოლოგია

 

 

 

 

5. ბავშვთა გასტროენტეროლოგია

 

ფიბროენდოსკოპია ( ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია )

 

 

6. ბავშვთა ენდოკრინოლოგია

 

 

 

 

7. ბავშვთა ინფექციური სნეულებები

 

 ორგანიზმის დეტოქსიკაციის ექსტრაკორპორული   მეთოდები

 

 

8. ბავშვთა ნეფროლოგია

 

 

 

 

9. ბავშვთა ფთიზიატრია - პულმონოლოგია

 

 ფიბროენდოსკოპია ( ბრონქოსკოპია )

 

 

10. ბავშვთა ჰემატოლოგია / ტრანსფუზიოლოგია

 

 

 

 

11. ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა **

 

 

3.

საოჯახო მედიცინა

 

1. პალიატიური მედიცინა *

2. სასამართლო ექსპერტიზა

4.

დერმატო - ვენეროლოგია

 

 

5.

ნევროლოგია

 

პალიატიური მედიცინა *

 

 

1. ბავშვთა ნევროლოგია

პალიატიური მედიცინა *

6.

ფსიქიატრია

 

ბავშვთა ფსიქიატრია

 

 

1. ნარკოლოგია

 

7.

ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია

 

პალიატიური მედიცინა *

8.

ზოგადი ქირურგია

 

 1. ქირურგიული ონკოლოგია

 2. თორაკალური ქირურგია

 3. პროქტოლოგია

 4. ენდოსკოპია   ( ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ,    ბრონქოსკოპია , კოლონოსკოპია )

 5. გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია

 6. ტრანსპლანტოლოგია
 7. პალიატიური მედიცინა *

 8. სასამართლო ექსპერტიზა

 

 

1. პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია

 

 

 

2. ბავშვთა ქირურგია  

1. ქირურგიული ონკოლოგია

2. ენდოსკოპია ( ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია , ბრონქოსკოპია , კოლონოსკოპია )

3. ტრანსპლანტოლოგია
4. პალიატიური მედიცინა *

 

 

 

3. სისხლძარღვთა ქირურგია

 ენდოვასკულური ქირურგია

9.

მეანობა - გინეკოლოგია

 

1. ონკოგინეკოლოგია

2. სასამართლო ექსპერტიზა

 

 

1. რეპროდუქტოლოგია

 

1 0.

კარდიოქირურგია

 

 

11.

ნეიროქირურგია

 

 

12.

უროლოგია

 

1. ბავშვთა უროლოგია

2. ტრანსპლანტოლოგია

3. ონკოუროლოგია

13.

ოტორინოლარინგოლოგია

 

 

14.

ოფთალმოლოგია

 

ვიტრეორეტინალური ქირურგია

15.

ორთოპედია - ტრავმატოლოგია

 

1. ართროსკოპიული ქირურგია

2. სასამართლო ექსპერტიზა

 

16.

გადაუდებელი მედიცინა ***

 

 

 

 

1. კლინიკური ტოქსიკოლოგია

 

 

 

2. ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა **

 

 

17.

 

რადიოლოგია

 

 

1. კომპიუტერულ - ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა

2.  მაგნიტურ - რეზონანასული ტომოგრაფია  

18.

კლინიკური ონკოლოგია

 

 

პალიატიური მედიცინა *

 

 

1. ბავშვთა ონკოლოგია

 პალიატიური მედიცინა*

 

 

2 . რადიაციული   ონკოლოგია

 

19.

პათოლოგიური ანატომია - კლინიკური  პათოლოგია

 

 

20.

სასამართლო მედიცინა    

 

 

21.

ლაბორატორიული მედიცინა

 

 

22.

სამედიცინო გენეტიკა

 

 

23.

თერაპიული სტომატოლოგია ****

 

პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია

24.

ორთოპედიული სტომატოლოგია ****

 

1. პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია

2. დენტალური იმპლანტოლოგია ( პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის ფლობის შემთხვევაში )

25.

ორთოდონტია

 

 

26.

ყბა - სახის ქირურგია

 

 

27.

ბირთვული მედიცინა *****

 

 

 

პალიატიური მედიცინა – სუბსპეციალობის მოწმობის ფლობა სავალდებულოა მხოლოდ სტაციონარული პალიატიური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის.

** „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ ასევე განისაზღვროს შემდეგი სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგია“ და „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“. „ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში“ გადამზადებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ ასევე სუბიექტებს, რომლებსაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - „კრიტიკული მედიცინა“.

*** „გადაუდებელი მედიცინა“ ასევე განისაზღვროს შემდეგი სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „შინაგანი მედიცინა“, „კარდიოლოგია“, „ნევროლოგია“, „ზოგადი ქირურგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“. „გადაუდებელ მედიცინაში“ გადამზადებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ ასევე სუბიექტებს, რომლებსაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - „კრიტიკული მედიცინა“.

**** „თერაპიული სტომატოლოგია“ და „ორთოპედიული სტომატოლოგია“ განისაზღვროს მომიჯნავე სპეციალობებად.

***** „ბირთვული მედიცინა“ განისაზღვროს „კლინიკური ონკოლოგიისა“ („ონკოლოგია“) და „რადიოლოგიის“ („სამედიცინო რადიოლოგია“) მომიჯნავე სპეციალობად.

   ****** „სასამართლო მედიცინა“ განისაზღვროს სპეციალობების: „ზოგადი ქირურგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“, „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური  პათოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგია“, მომიჯნავე სპეციალობად („სასამართლო მედიცინაში“ სერტიფიცირებულ პირს არა აქვს ჩამოთვლილ სპეციალობებში გადამზადების უფლება).

 ******* „ქირურგიული სტომატოლოგია“  სერტიფიკატის მქონე პირს უფლება აქვს, განახორციელოს დენტალური იმპლანტაცია შესაბამისი სუბსპეციალობის კურსის გავლის საფუძველზე.

******** „ბავშვთა ონკოლოგია“ , ასევე განისაზღვროს სპეციალობების: „ბავშვთა ჰემატოლოგია/ ტრანსფუზიოლოგია“, „პედიატრია“ მომიჯნავე სპეციალობად.

********* „ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ განისაზღვროს სპეციალობის „ჰემატოლოგია/ ტრანსფუზიოლოგია“ მომიჯნავედ.

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 26.04.2011წ.   

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 07.02.2014წ.    

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება №01-19/ნ - ვებგვერდი, 30.05.2016წ.  

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №01-124/ნ- ვებგვერდი, 02.12.2019წ.           

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №01-79/ნ - ვებგვერდი, 26.08.2022წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 13 აპრილის ბრძანება №24/ნ - ვებგვერდი, 13.04.2023წ.

 დანართი 2

საექიმო სპეციალობების ჩამონათვალი,   რომლებშიც ზოგადი პროფილის ექიმებს აქვთ გადამზადების უფლება

№

ზოგადი პროფილის ექიმი

საექიმო სპეციალობა

1.

ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი - 3 წლის სამუშაო სტაჟით

შინაგანი მედიცინა

საოჯახო მედიცინა

2.

ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი - 3 წლის სამუშაო სტაჟით

პედიატრია

საოჯახო მედიცინა

3.

ზოგადი პროფილის ექიმი სტომატოლოგი - 1 წლის სტაჟით

თერაპიული სტომატოლოგია

 

4.

ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმი - 3 წლის სამუშაო სტაჟით

შინაგანი მედიცინა

საოჯახო მედიცინა

5.

ზოგადი პროფილის ექიმი ლაბორანტი - 2 წლის სამუშაო სტაჟით

ლაბორატორიული მედიცინა

6.

ზოგადი პროფილის ექიმი ფსიქოთერაპევტი - 2 წლის სამუშაო სტაჟით

ფსიქიატრია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 07.02.2014წ.    

 

დანართი №3

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანება №01-7/ნ - ვებგვერდი, 07.02.2014წ.                                                                                                 

საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის ინსტრუქცია

1.  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში/სპეციალობებში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატები და სუბსპეციალობების მოწმობები ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.
3. სუბსპეციალობის მოწმობა პირს აძლევს უფლებას,  განახორციელოს საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობის ფარგლებში.

4. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელ პირს უფლება აქვს, მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი იმ საექიმო სპეციალობით (მომიჯნავე საექიმო სპეციალობით), რომელშიც გავლილი აქვს:
ა) სარეზიდენტო პროგრამა;
ბ) კლინიკური ასპირანტურა – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დოქტორანტურის პროგრამით სწავლებაზე სრულად გადასვლის ვადამდე; კლინიკური ორდინატურა – 1999 წლამდე, ინტერნატურის ან სპეციალიზაციის (1999 წლამდე) კურსი და გააჩნია შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ რეზიდენტურის ხანგრძლივობის სამუშაო გამოცდილება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვება მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში საბჭო) მიერ დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
5. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა მომიჯნავე საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს შესაბამისი მომიჯნავე სპეციალობის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი (მოდულები), რომელიც არ შედის იმ საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამაში, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, გარდა ამ დანართის მე - 6 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა.
6. საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟის (საექიმო სპეციალობებში – „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ გადამზადების შემთხვევაში – პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი) მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი, რომლის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს საბჭო, შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება №01-19/ნ - ვებგვერდი, 30.05.2016წ.
7. სუბსპეციალობაში შესაბამისი სამუშაო სტაჟის მქონე ექიმ - სპეციალისტებს სუბსპეციალობის მოწმობა მიენიჭებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია.
8. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, რომელსაც ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცებამდე მინიჭებული აქვს „ექიმი ფსიქოთერაპევტის“ კვალიფიკაცია, უფლება აქვს, გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსი საექიმო სპეციალობაში „ფსიქიატრია“ და მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.
9. საექიმო სპეციალობა „საოჯახო მედიცინა“ განისაზღვროს ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული საექიმო სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად, გარდა შემდეგი სპეციალობებისა: ფსიქიატრია, ნარკოლოგია, ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, რადიოლოგია, რადიაციული თერაპია,  სამედიცინო გენეტიკა, თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ყბა - სახის ქირურგია. საექიმო სპეციალობები, რომელთა მომიჯნავედ განსაზღვრულია „საოჯახო მედიცინა“, თავის მხრივ, არ წარმოადგენენ საოჯახო მედიცინის მომიჯნავე სპეციალობებს, გარდა ამ დანართის მე -10 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა. „საოჯახო მედიცინაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირების ამ სპეციალობებში მზადება უნდა განხორციელდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის გავლის გზით.
10. სერტიფიცირებულმა სუბიექტმა, რომელსაც დასრულებული აქვს რეზიდენტურის სრული კურსი „საოჯახო მედიცინაში“ და გააჩნია სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება, საექიმო სპეციალობებში „შინაგანი მედიცინა“ და „პედიატრია“ სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი, რომლის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს საბჭო შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება №01-19/ნ - ვებგვერდი, 30.05.2016წ.
11. ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სუბსპეციალობის მოწმობა - „გადაუდებელი მედიცინა“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში - „გადაუდებელი მედიცინა“, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო სტაჟის   და შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის (რომელსაც ხელს აწერს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის გამგეობის სულ მცირე 3 წევრი)   არსებობის შემთხვევაში.
12. ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატები საექიმო სპეციალობებში - „ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგია“ და „კრიტიკული მედიცინა“ და გააჩნიათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო სტაჟი, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში - „გადაუდებელი მედიცინა“ შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის (რომელსაც ხელს აწერს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის გამგეობის სულ მცირე 3 წევრი)   არსებობის შემთხვევაში.

121. ექიმებს, რომელთაც 2016 წლის 27 მაისამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი და/ან სუბსპეციალობის მოწმობა „რადიოიზოტოპური გამოკვლევა“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში – „ბირთვული მედიცინა“.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება №01-19/ნ - ვებგვერდი, 30.05.2016წ.
122. ექიმებს, რომელთაც 2007 წლის 18 აპრილამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „რადიოლოგია“ ან 2007 წლის 18 აპრილის შემდეგ, „რადიოლოგიის“ სამწლიანი სარეზიდენტო პროგრამის დასრულების საფუძველზე, მიენიჭათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში – „სამედიცინო რადიოლოგია“ და გააჩნიათ  ბირთვულ მედიცინის მიმართულებით სარეზიდენტო პროგრამის („ბირთვული მედიცინა“) ხანგრძლივობის სამუშაო სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში – „ბირთვული მედიცინა“, შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება №01-19/ნ - ვებგვერდი, 30.05.2016წ.
13. საექიმო სპეციალობის მაძიებლები/რეზიდენტები, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე, მზადებას აგრძელებენ იგივე სარეზიდენტო პროგრამების ფარგლებში,  რომლითაც დაიწყეს მზადება.
14. საექიმო სპეციალობის მაძიებლები, რომლებიც დაასრულებენ (მ.შ. უცხო ქვეყნებში) დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას)  სპეციალობით, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრულია სუბსპეციალობად და/ან გაერთიანდა სხვა სპეციალობასთან, დაშვებულნი იქნენ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე ამ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართით განსაზღვრულ შესაბამის საექიმო სპეციალობაში, ამ სპეციალობის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელის და/ან შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, სახელმწიფო სერტიფიკატთან ერთად მათ მიენიჭებათ სუბსპეციალობის სათანადო მოწმობა.
15. ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ბავშვთა ჰემატოლოგია“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება სპეციალობით „ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“.
16. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული საექიმო სპეციალობის ფარგლებში უფლება აქვს, გამოიყენოს   არაინვაზიური სამკურნალო მეთოდი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით არ არის გათვალისწინებული სუბსპეციალობად და სცილდება შესაბამისი საექიმო სპეციალობის/სუბსპეციალობის კომპეტენციის საზღვრებს, თუ მას გააჩნია სათანადო დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია.
17. „ალერგოლოგია - იმუნოლოგიაში“, „სპორტის მედიცინასა“ და „ინფექციურ სნეულებებში“ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს უფლება აქვთ, განახორციელონ როგორც მოზრდილი, ასევე, ბავშვთა კონტინგენტის   სამედიცინო მომსახურება.
171. საექიმო სპეციალობაში – „ზოგადი ქირურგია“ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც ფლობს სუბსპეციალობის მოწმობას – „ტრანსპლანტოლოგია“, უფლება აქვს, განახორციელოს ასევე თირკმლის გადანერგვა, კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის (სერტიფიკატი, მოწმობა, სპეციალიზაციის კურსის დასრულების ან სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც აღიარებს საბჭო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის ბრძანება №01-19/ნ - ვებგვერდი, 30.05.2016წ.

172. ექიმებს, რომელთაც 2019 წლის 1 დეკემბრამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „პროქტოლოგია“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში – „ზოგადი ქირურგია“ და სუბსპეციალობის მოწმობა – „პროქტოლოგია“ შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №01-124/ნ- ვებგვერდი, 02.12.2019წ.   
173. საექიმო სპეციალობაში „ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ სერტიფიცირებულ ექიმებს, რომლებსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე გააჩნიათ შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება, დარგობრივი ასოციაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, უფლება აქვთ, განახორციელონ მოზრდილი კონტინგენტის  სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №01-42/ნ- ვებგვერდი, 01.06.2022წ.

18. ყველა ის საკითხი, რაც განსაზღვრული არ არის წინამდებარე ბრძანებით, დარეგულირდეს საბჭოს მიერ.                                                                                         

კრებსითი — სრული ვერსია