„საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
290
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-24
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.931
„საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის  შექმნის  შესახებ“  საქარ-თველოს  მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი ევროპულ და ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან რაზმაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯ-დომარე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა – შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია